top of page

Measure Killer for Power BI

Power BI პროექტებზე მუშაობისას თითქმის ყოველთვის დგება პრობლემა უსარგებლო მეჟერების და სვეტების არსებობა. ისინი ადგილს იკავებენ და დეშბორდის შენელებას იწვევენ. ამისთვის არსებობს უფასო პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ ეს პრობლემა აღმოფხვრათ.

Measure Killer-ს (კი ძაან გავს ლუკ ბესონის ერთ ერთი ფილმის სახელს) შეუძლია თქვენი BI -ს ფაილი დაასკანეროს და სიის სახით მოგაწოდოთ ყველა ის მეჟერი თუ სვეტი რომელიც არც ერთ ვიზუალში არ გამოიყენება, აგრეთვე Measure Killers-ს შეუძლია მეჟერში გამოყენებული არასაჭირო მეჟერებიც კი დაინახოს და შემდეგ თქვენ მხოლოდ Kill All ღილაკის დაჭერა გრჩებათ და ფაილი გასუფთავდება. შესაძლებელია აგრეთვე სარეზერვო ასლის შენახვა ( იმ შემთხვევაში თუ შეცდომით წაშალეთ რამე) .

პროგრამა არის უფასო ერთი ფაილის დაერთების შემთხვევაში რაც სრულად საკმარისია.

ree

გადმოსაწერი ლინკი https://tinyurl.com/57asvbyx

 
 
 

Comments


bottom of page